{"title":"სიახლე","description":null,"products":[{"product_id":"ბიტკოინის-სტანდარტი","title":"ბიტკოინის სტანდარტი","description":"\u003cp\u003eწიგნში „ბიტკოინის სტანდარტი“ ეკონომისტი სეიფედინ ამუსი მკითხველს ფულის ;ტექნოლოგიების მომხიბვლელ ისტორიაში ამოგზაურებს და იკვლევს, თუ რამ მისცა ამ ტექნოლოგიებს მონეტარული როლი და როგორ დაკარგეს ის, რას გვასწავლის ეს ფულის სასურველი მახასიათებლების შესახებ და როგორ არის შექმნილი ბიტკოინი ამ ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად. ამუსი განმარტავს მყარი ფულის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ უპირატესობებს არამყარ ფულთან შედარებით, რათა შესაძლებელი გახდეს გააზრებული მსჯელობა იმ პოტენციურ როლზე, რომელიც ბიტკოინმა შეიძლება შეასრულოს მომავლის ციფრულ ეკონომიკაში. ნაცვლად იმისა, რომ ბიტკოინი განვიხილოთ როგორც კრიმინალების ვალუტა ან იაფი მასობრივი სამომხმარებლო გადახდების ქსელი, ავტორი ამტკიცებს, რომ ბიტკოინი ყალიბდება როგორც ეროვნული ცენტრალური ბანკების დეცენტრალიზებული, პოლიტიკურად ნეიტრალური და თავისუფალი ბაზრის ალტერნატივა, რომელსაც პოტენციურად უდიდესი გავლენა ექნება ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კეთილდღეობაზე. მათთვის, ვინც ეძებს ამ ახალი ციფრული ფულის მკაფიო აღწერას, „ბიტკოინის სტანდარტი“ შეუცვლელი რესურსია.\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e","brand":"cp-publishing","offers":[{"title":"Default Title","offer_id":50868175568932,"sku":null,"price":29.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0551\/2318\/1604\/files\/Untitled_design-2.png?v=1781009716"},{"product_id":"რადიკალური-პატიება","title":"რადიკალური პატიება","description":"\u003cp\u003eარსებობს ღვთაებრივი მიზანი იმ ყველაფრის უკან, რაც ხდება? თუ მზად ხარ, ამ\u003cbr\u003eშესაძლებლობას გული გაუხსნა, შენი ცხოვრების ყველა ასპექტი შეიძლება შეიცვალოს. ეს არის თეორია, რომელსაც ეფუძნება კოლინ ტიპინგის რევოლუციური მეთოდი რადიკალური პატიების გზით თავისუფლების, სიმშვიდისა და განახლებული ენერგიის მოსაპოვებლად. წიგნში „რადიკალური პატიება“ ტიპინგი გვაძლევს თანმიმდევრულ ინსტრუქციებს იმაზე, რაც თავიდან იწყება, როგორც განკურნების პროცესი, და საბოლოოდ სამყაროში ცხოვრების სრულიად ახალ წესად გარდაიქმნება. აღმოაჩინე, როგორ გადააქციო ისეთი რთული ემოციები, როგორიცაა: ბრაზი, შიში და წყენა – უპირობო სიყვარულად, მადლიერებად და სიმშვიდედ. გაეცანი რადიკალური პატიების ხუთ ძირითად ეტაპს და გაიგე, როგორ გვეხმარება ეს ნაბიჯები მსხვერპლის არქეტიპის დაძლევასა და ცხოვრების თანდაყოლილი სრულყოფილების მიღებაში. გამოიყენე ეს ყველაფერი პრაქტიკაში რადიკალური პატიების ინსტრუმენტების – რამდენიმე მარტივი,\u003cbr\u003eსწრაფი და ეფექტიანი ტექნიკის მეშვეობით.\u003c\/p\u003e","brand":"cp-publishing","offers":[{"title":"Default Title","offer_id":50868181205028,"sku":null,"price":29.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0551\/2318\/1604\/files\/7_0124fbdf-e21c-4c48-bf99-2f95fbb3fb57.png?v=1781010600"},{"product_id":"შესანიშნავი-ბავშვები","title":"შესანიშნავი ბავშვები","description":"\u003cp class=\"p1\"\u003eშეხვდი 38 შესანიშნავ ბავშვს: ელექტრო ბავშვს, მზე ბავშვს, ჭექა-ქუხილ ბავშვს, ხელმწიფე ბავშვს...\u003cbr\u003e\u003cbr\u003eკლოტილდ პერენის უნიკალური წარმოსახვის მეშვეობით პატარა მკითხველი სიურპრიზებით სავსე თავგადასავალში იმოგზაურებს.\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003eწიგნი ხელს უწყობს ემპათიის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მიღების კულტურის ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდან.\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003eსაინტერესოა, შენ რომელი შესანიშნავი ბავშვი იქნებოდი?\u003cbr\u003e\u003cbr\u003eასაკი: 4-10 წელი\u003cbr\u003eგვერდები: 60 \u003c\/p\u003e","brand":"cp-publishing","offers":[{"title":"Default Title","offer_id":50869037236260,"sku":null,"price":35.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0551\/2318\/1604\/files\/4_f9810912-31f4-4e7f-90e0-255f08f2679b.png?v=1781014746"}],"url":"https:\/\/cp-publishing.com\/collections\/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94.oembed","provider":"cp-publishing","version":"1.0","type":"link"}