ლიანა შნაიდერი

კონი ბრაზობს

19.99 ₾

როცა ყველაფერი ერთდროულად გვაღიზიანებს, ბრაზი შეიძლება უზარმაზარი გახდეს. ზუსტად ასე ემართება კონის.
შეძენა

ჩვენი გამომცემლობის ერთ-ერთი საყურადღებო თემაა ემოციების სამყარო, რომლისთვისაც არაერთი  პროექტი მიგვიძღვნია.  არც კონის ეს წიგნია გამონაკლისი, რადგან ამ პერსონაჟთან ერთად ბევრად ადვილია ბრაზის, როგორც ემოციის, გააზრება და მისი ჯანსაღი გზებით მართვა.

კონის რთული დღე აქვს და ჰგონია, რომ ბრაზისგან გასკდება. მშობლების დახმარებით ის საკუთარი ემოციის ამოცნობასა და ბრაზის უსაფრთხო, ჯანსაღი გზებით გამოხატვას სწავლობს.

ახლა უკვე კონიმაც იცის, როგორ დაეხმაროს თქვენს შვილებს, როცა ისინი მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.