„საზრიანი მელა“ აერთიანებს სწრაფ აზროვნებას, მდიდარ ლექსიკასა და ჯანსაღ შეჯიბრებას. თამაშის სირთულე მოთამაშეების ლექსიკურ მარაგზეა დამოკიდებული, ამიტომ იგი საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის. დავალებების ბარათები ორივე ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული. თამაში შექმნილია Foxy ელენიკოსთან თანამშრომლობით და შთაგონებულია „პატარა უფლისწულის“ მელიით.

