„საქართველოს ყველა ფერი“ ექვს ნაწილადაა დაყოფილი: დაინახე, გასინჯე, შეეხე, მოუსმინე, ჩაისუნთქე და ითამაშე. წიგნის თითოეული გვერდი საქართველოს განსხვავებულ შთაბეჭდილებასა და პატარა დეტალებს გვიზიარებს - შენობებს, ბუნებას, ბაღებსა და გემრიელ ადგილებს. ეს არის მშვიდი, შემოქმედებითი აქტივობა მათთვის, ვისაც საქართველოს ფერადი სამყაროს საკუთარი ფანტაზიით გაფორმება სურს.

