ყველა მოთამაშე მაგიდაზე დებს თითო პირად ნივთს. ერთი მოთამაშე იღებს ნივთს, კითხულობს: „ამის პატრონმა რა ქნას?“ - ნივთის პატრონი კი ბარათს ატრიალებს და მასზე დაწერილ სახალისო დავალებას ასრულებს. თამაში შედგება 50 ილუსტრირებული ბარათისგან, არ ჰყავს მოგებული და წაგებული და განსაკუთრებით უხდება წვეულებებსა თუ ოჯახურ შეკრებებს. ავითარებს კრეატიულ აზროვნებას, მეტყველებასა და კომუნიკაციის უნარს.


