თამაში შედგება 50 ილუსტრირებული ბარათისგან. მოთამაშე აღწერს ბარათზე გამოსახულ ნივთს და ხსნის, რატომ შეიძლება იყოს ის სასარგებლო ან გამოუსადეგარი, დანარჩენები კი ცდილობენ გამოიცნონ, რომელ ნივთზეა საუბარი. „ბუნების მაძიებელი“ ავითარებს მეტყველებას, ლექსიკურ მარაგს, აზრის ჩამოყალიბებისა და კომუნიკაციის უნარს. თამაში ხელს უწყობს დაკვირვებასა და საგნებს შორის კავშირების დანახვას.
