ემოციების დიდი წიგნი
45.00 ₾
წარმოგიდგენთ ფსიქოლოგ ქეთი დალინკევიჩის ავტორობით შექმნილ გამომცემლობა „ცნობისმოყვარე პანდას“ პირველ საავტორო წიგნს.
ეს შემეცნებითი და პრაქტიკული საბავშვო გამოცემა მშობლებსა და ბავშვებს ემოციებსა და მათ მნიშვნელობაზე უყვება.
ამ წიგნის დახმარებით პატარა მკითხველი შეძლებს ემოციებისა და გრძნობების გარჩევას, მიიღებს უნივერსალურ რეკომენდაციებს კონკრეტულ ემოციებთან გასამკლავებლად და, რაც მთავარია, განივითარებს ემოციურ ინტელექტს.

წიგნში განხილულია ყველა ბაზისური ემოცია და მოცემულია მაგალითები და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც ბავშვს დაეხმარება დაფიქრდეს საკუთარ გრძნობებზე, განასხვაოს ისინი, სწორად დაარქვას სახელი და მომავალში ადვილად ამოიცნოს.
სახალისო და გასაგები აქტივობების საშუალებით ბავშვები ისწავლიან ემოციების გამოხატვასა და ჯანსაღად მართვას. წიგნში მოცემული პრაქტიკული გზები მათ დაეხმარება რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში, ახალ გამოწვევებთან ადაპტაციასა და ემოციური ინტელექტის განვითარებაში.
საკუთარი და სხვების გრძნობების გაგება ჰარმონიული ურთიერთობების საფუძველია. წიგნი დაეხმარება ბავშვებს ემოციების უკეთ გამოხატვაში და სოციალური უნარების განვითარებაში.