ძვირფასო მშობლებო,
გარდა იმისა, რომ კონი ბევრს სწავლობს და თავის ცოდნას გვიზიარებს უკვე მერამდენე წიგნით, დადგა დრო, ვნახოთ, როგორ ერთობა ის — როგორ ზეიმობს დაბადების დღეს, ახალ წელს და აღდგომას. ზუსტად ამიტომ გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი წიგნი, რომელშიც არა ერთი, არამედ სამი მოთხრობაა გაერთიანებული.
როცა საუბარი ზეიმების აღნიშვნას ეხება, ჩვენ, მშობლები, ვცდილობთ, ეს დღეები დაუვიწყარი გამოვიდეს. კონის მშობლებიც ზუსტად ასეთ დღეებს გეგმავენ თავიანთი შვილისთვის, რაც შესაძლოა ჩვენთვისაც შთამაგონებელი იყოს, რადგან მათ მხიარულების ძალიან ბევრი და საინტერესო იდეა აქვთ მოფიქრებული.
ჩვენი შვილები კი კონისთან ერთად მოემზადებიან ზეიმებისთვის, იმხიარულებენ და გაერთობიან.
ასაკი: 3-6 წელი
გვერდები: 76




