ყველაზე დიდი ვახშამი, რომელიც კი ოდესმე გინახავთ
25.00 ₾
მისიე ფურმი ყველაზე დიდი ვახშმის გამართვას აპირებს და ყველა ცხოველს ეპატიჟება. თუმცა სტუმრების მაგიდასთან განაწილება ნამდვილ თავსატეხად იქცევა...
დარიო პომოდოროს იუმორით სავსე ზღაპარი, ლორენცო სანჯიოს ცოცხალი და გამომსახველი ილუსტრაციებით ძალიან სასაცილო ამბავია მოულოდნელი დასასრულით.
დარიო პომოდოროს იუმორით სავსე ზღაპარი, ლორენცო სანჯიოს ცოცხალი და გამომსახველი ილუსტრაციებით ძალიან სასაცილო ამბავია მოულოდნელი დასასრულით.
ცნობილმა შეფ-მზარეულმა, მისიე ფურმიმ, ყველა ცხოველი გრანდიოზულ ვახშამზე დაპატიჟა. მენიუ მზადაა, დარბაზიც გამართულია, მაგრამ ყველაზე რთული საქმე ჯერ კიდევ წინ აქვს. ვინ სად უნდა დასვას?
ძაღლსა და კატას ერთმანეთის გვერდით ყოფნა არ სურთ, თაგვი კატასთან მშვიდად ვერ ივახშმებს, ცხვარს მგელი ემუქრება, ღამურას თავდაყირა დაკიდებული მაგიდა სჭირდება, ბუ კი დაჟინებით მოითხოვს, რომ ვახშამი სიბნელეში გაიმართოს. რაც უფრო ცდილობს შეფი თითოეული სტუმრის სურვილის გათვალისწინებას, თავსატეხი მით უფრო რთულდება.
როგორ უნდა ჩადგე სხვის მდგომარეობაში, როცა ყველას განსხვავებული მოთხოვნილება აქვს? შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების პოვნა, რომელიც არც ერთ სტუმარს არ დატოვებს უკმაყოფილოს?
