წიგნში „ბიტკოინის სტანდარტი“ ეკონომისტი სეიფედინ ამუსი მკითხველს ფულის ;ტექნოლოგიების მომხიბვლელ ისტორიაში ამოგზაურებს და იკვლევს, თუ რამ მისცა ამ ტექნოლოგიებს მონეტარული როლი და როგორ დაკარგეს ის, რას გვასწავლის ეს ფულის სასურველი მახასიათებლების შესახებ და როგორ არის შექმნილი ბიტკოინი ამ ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად. ამუსი განმარტავს მყარი ფულის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ უპირატესობებს არამყარ ფულთან შედარებით, რათა შესაძლებელი გახდეს გააზრებული მსჯელობა იმ პოტენციურ როლზე, რომელიც ბიტკოინმა შეიძლება შეასრულოს მომავლის ციფრულ ეკონომიკაში. ნაცვლად იმისა, რომ ბიტკოინი განვიხილოთ როგორც კრიმინალების ვალუტა ან იაფი მასობრივი სამომხმარებლო გადახდების ქსელი, ავტორი ამტკიცებს, რომ ბიტკოინი ყალიბდება როგორც ეროვნული ცენტრალური ბანკების დეცენტრალიზებული, პოლიტიკურად ნეიტრალური და თავისუფალი ბაზრის ალტერნატივა, რომელსაც პოტენციურად უდიდესი გავლენა ექნება ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კეთილდღეობაზე. მათთვის, ვინც ეძებს ამ ახალი ციფრული ფულის მკაფიო აღწერას, „ბიტკოინის სტანდარტი“ შეუცვლელი რესურსია.


