ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ
29.99 ₾
ფილიპა პერის წიგნი იდეალური მშობლობის წესებს არ გვთავაზობს. ეს არის თბილი და გულწრფელი საუბარი მშობლობაზე.
რა გავლენას ახდენს ჩვენი ბავშვობა იმაზე, თუ როგორი მშობლები ვხდებით? რატომ იწვევს შვილის ზოგიერთი ქცევა ჩვენში განსაკუთრებით მძაფრ ემოციებს და როგორ ავიცილოთ თავიდან მისთვის იმ ტკივილის გადაცემა, რომელიც თავად გამოვიარეთ?
ცნობილი ფსიქოთერაპევტი ფილიპა პერი წიგნში მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობას თანაგრძნობით, განსჯის გარეშე განიხილავს. ავტორი ყურადღებას ამახვილებს არა მკაცრ წესებსა და აღზრდის უნივერსალურ მეთოდებზე, არამედ ემოციურ კავშირზე - უნარზე, მოვუსმინოთ ბავშვს, მივიღოთ მისი გრძნობები და დავინახოთ, რა დგას მისი ქცევის უკან.
წიგნი გვასწავლის, როგორ ამოვიცნოთ წარსულიდან წამოღებული მტკივნეული გამოცდილება და ავტომატური რეაქციები; როგორ გავუმკლავდეთ როგორც საკუთარ, ისე ბავშვის რთულ ემოციებს; როგორ შევქმნათ უსაფრთხო გარემო გულწრფელი საუბრისთვის და როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა კონფლიქტის ან დაშვებული შეცდომის შემდეგ.
პერი გვახსენებს, რომ სრულყოფილი მშობელი არ არსებობს და ურთიერთობისთვის გადამწყვეტი თავად შეცდომის არდაშვება კი არა, მისი გაცნობიერება და გამოსწორებაა. პრაქტიკული რჩევებით, რეალური მაგალითებითა და თბილი იუმორით დაწერილი ეს წიგნი სასარგებლოა არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც საკუთარი ბავშვობის უკეთ გაგება და ახლობელ ადამიანებთან უფრო ჯანსაღი ურთიერთობის შექმნა სურს.

