დედმამიშვილები მეტოქეობის გარეშე
29.99 ₾
იუმორითა და თანაგრძნობით დაწერილი წიგნი მშობლებს დაეხმარება, და-ძმებს შორის ხშირი უთანხმოებები ურთიერთგაგებისა და უფრო მშვიდი ოჯახური გარემოს შექმნის შესაძლებლობად აქციონ.
საკუთარ გამოცდილებასა და მშობლებთან მუშაობის მრავალწლიან პრაქტიკაზე დაყრდნობით, ადელ ფაბერმა და ელეინ მაზლიშმა შეიმუშავეს მარტივი, თუმცა ეფექტიანი გზები და-ძმებს შორის კონფლიქტის შესამცირებლად და კეთილგანწყობის ხელშესაწყობად.
წიგნი დაეხმარება მშობლებს, უკეთ გაიგონ და-ძმებს შორის გაღიზიანების, ეჭვიანობის, მეტოქეობისა და ჩხუბის მიზეზები. ავტორები გვთავაზობენ პრაქტიკულ მიდგომებს, რომლებიც დაგეხმარებათ:
- ხელი შეუწყოთ შვილებს შორის თანამშრომლობას და შეამციროთ მათი ერთმანეთთან შედარების სურვილი;
- სწორად ჩაერიოთ კამათსა და კონფლიქტში ისე, რომ ბავშვებმა ერთმანეთის მოსმენა და საკუთარი პრობლემების გადაჭრა შეძლონ;
- დაეხმაროთ ბავშვებს ბრაზის, წყენისა და იმედგაცრუების უსაფრთხოდ და მისაღები ფორმით გამოხატვაში;
- მოექცეთ თითოეულ შვილს მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად და ამავე დროს შეინარჩუნოთ სამართლიანობის განცდა;
- შექმნათ ოჯახური გარემო, სადაც და-ძმებს ერთმანეთის კონკურენტებად კი არა, მხარდამჭერებად აღქმა შეეძლებათ.


