კოლინ ტიპინგი

რადიკალური პატიება

29.99 ₾

რა მოხდება, თუ აღმოვაჩენთ რომ ყველაზე მტკივნეული გამოცდილებაც კი ჩვენი შინაგანი გარდაქმნის შესაძლებლობაა? თუ წყენის, ბრაზისა და დანაკარგის მიღმა იმ გაკვეთილის დანახვას შევძლებთ, რომელიც თავისუფლებისკენ გვიხსნის გზას?
კოლინ ტიპინგი მკითხველს პატიების სრულიად განსხვავებულ ხედვას სთავაზობს. ავტორისთვის პატიება მხოლოდ წარსულთან შერიგება არ არის. ეს არის ცნობიერების შეცვლა, რომელიც გვეხმარება საკუთარ ცხოვრებას ახალი თვალით შევხედოთ და გამოვიდეთ მსხვერპლის როლიდან.
შეძენა

არსებობს ღვთაებრივი მიზანი იმ ყველაფრის უკან, რაც ხდება? თუ მზად ხარ, ამ
შესაძლებლობას გული გაუხსნა, შენი ცხოვრების ყველა ასპექტი შეიძლება შეიცვალოს. ეს არის თეორია, რომელსაც ეფუძნება კოლინ ტიპინგის რევოლუციური მეთოდი რადიკალური პატიების გზით თავისუფლების, სიმშვიდისა და განახლებული ენერგიის მოსაპოვებლად. წიგნში „რადიკალური პატიება“ ტიპინგი გვაძლევს თანმიმდევრულ ინსტრუქციებს იმაზე, რაც თავიდან იწყება, როგორც განკურნების პროცესი, და საბოლოოდ სამყაროში ცხოვრების სრულიად ახალ წესად გარდაიქმნება. აღმოაჩინე, როგორ გადააქციო ისეთი რთული ემოციები, როგორიცაა: ბრაზი, შიში და წყენა - უპირობო სიყვარულად, მადლიერებად და სიმშვიდედ. გაეცანი რადიკალური პატიების ხუთ ძირითად ეტაპს და გაიგე, როგორ გვეხმარება ეს ნაბიჯები მსხვერპლის არქეტიპის დაძლევასა და ცხოვრების თანდაყოლილი სრულყოფილების მიღებაში. გამოიყენე ეს ყველაფერი პრაქტიკაში რადიკალური პატიების ინსტრუმენტების - რამდენიმე მარტივი, სწრაფი და ეფექტიანი ტექნიკის მეშვეობით.