ადელ ფაბერი და ელეინ მაზლიში

როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს

29.99 ₾

The New York Times-ის №1 ბესტსელერი ავტორები ადელ ფაბერი და ელეინ არაერთი ჯილდოს მფლობელი ავტორები არიან. მათი ერთობლივად დაწერილი წიგნები ხუთ მილიონზე მეტი ეგზემპლარით გაიყიდა და ოცდაათზე მეტ ენაზე ითარგმნა. მათ მიერ შექმნილ სემინარების პროგრამებსა და ვიდეოებს მსოფლიოს მასშტაბით მშობლებისა და მასწავლებლების ათასობით ჯგუფი იყენებს ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად.
შეძენა

ბესტსელერი აღზრდის გზამკვლევი, რომელიც მშობლებსა და ბავშვებს შორის კომუნიკაციის სფეროში საერთაშორისო აღიარების მქონე ექსპერტებმა შექმნეს, მოიცავს ახალ ხედვებსა და რჩევებს, ასევე ავტორების დროში გამოცდილ მეთოდებს ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად და ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძვლის შესაქმნელად. წიგნში წარმოდგენილია ინოვაციური გზები, თუ როგორ:

- გაუმკლავდეთ ბავშვის უარყოფით გრძნობებს -იმედგაცრუებას, ბრაზსა და გულდაწყვეტას;
- დაეხმაროთ ბავშვს ძლიერი ემოციების გამოხატვაში;
- მოიპოვოთ ბავშვის ნებაყოფლობითი თანამშრომლობა;
- დააწესოთ მკაფიო საზღვრები და შეინარჩუნოთ კეთილგანწყობა;
-გამოიყენოთ დასჯის ალტერნატივები, რომლებიც თვითდისციპლინას უწყობს ხელს;
- გაიგოთ განსხვავება სასარგებლო და არასასარგებლო შექებას შორის;
- მშვიდობიანად მოაგვაროთ ოჯახური კონფლიქტები.